Робота для біженців з України
ასისტენტი დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტი დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "OneSoft" წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.1soft.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები

უპირატესობად ჩაითვლება:

** ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება
** 1C სტანდარტული გადაწყვეტების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:

** 1C სააღრიცხვო პროგრამის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
** მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა 1C სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის დროს
** მომხმარებლის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არსებული საკითხების ლოგიკური და სისტემური გაანალიზება, გადაჭრა
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამის რგოლებთან გადამისამართება
** მომხმარებლის მომართვებზე ოპერატიული რეაგირება
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური სამუშაოები

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები/თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი
** ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
** სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი
** სამუშო განრიგი: ჰიბრიდული (დისტანციურად ან/და ადგილზე)
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტი დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში

"OneSoft" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე