Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
მომწოდებელი: Evolvexe
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვან კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენლის (CSR) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს მათ ანგარიშებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის CSR უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. ევოლვექსი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აპარატურით და სამუშაო გარემოსთან ადაპტირების მიზნით, ჩაუტარებს დეტალურ ტრენინგს. პროექტის საწყის ეტაპზე CSR იმუშავებს ოფისიდან.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთა წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** მომხმარებლებისა და ტრანზაქციების მონაცემების დამუშავება;
** ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი, ღამის საათებისა და შაბათ-კვირის ჩათვლით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას.
** ანაზღაურებად შვებულებას 6 თვის შემდეგ.
** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ტრენინგს.
** ყველა საჭირო აღჭურვილობას მოვალეობის შესასრულებლად.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 8 საათიან ცვლას.
** 1500 ლარამდე გროს ხელფასს თვეში (21 სამუშაო დღის მიხედვით).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/VqgjteBe

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე