Робота для біженців з України
წყალმომარაგება-წყალარინებისა და ხანძარქრობის სისტემების ინჟი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყალმომარაგება-წყალარინებისა და ხანძარქრობის სისტემების ინჟი
მომწოდებელი: Saxon Management Services
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
საერთაშორისო საპროექტო კომპანია "Saxon Management Services", რომელიც საქართველოში არსებობს 2013 წლიდან აცხადებს ვაკანსიას წყალმომარაგება-წყალარინებისა და ხანძარქრობის სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო უცხო ქვეყნისა და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობა თანამედროვე/უახლესი გრაფიკული დიზაინის პროგრამებში გამოცდილ და ძლიერ გუნდთან ერთად;
** წყალმომარაგება, წყალარინების და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება Revit პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
** BIM გარემოში მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ტექნიკური და საინჟინრო დისციპლინების მიმართულებით;

აუცილებელი უნარები:

** საინჟინრო ინდუსტრიაში მუშაობის მოტივაცია;
** AutoCAD-ისა და Revit-ის საბაზისო დონეზე ფლობა, თუმცა გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, ჩვენ თავად შეგასწავლით აღნიშნულ პროგრამებს უშუალოდ მუშაობის პროცესში;

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასს კვალიფიკაციის მიხედვით
** შესაძლებლობას, რომ იმუშაოთ პროექტებზე საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით საერთაშორისო გუნდთან ერთად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@saxonms.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წყალმომარაგება-წყალარინებისა და ხანძარქრობის სისტემების ინჟინერი წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე