დასახელება:
ექიმი-ექოსკოპისტი
|
მომწოდებელი:
ლიდერმედი
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
კლინიკა "ლიდერმედი" მოწინავე სამეანო-გინეკოლოგიური, რეპროდუქციული და მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, აცხადებს ექიმი-ექოსკოპისტის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 საათამდე; შაბათს - 09:30-დან 15:30 საათამდე;
გრაფიკი: შეთანხმებით, კლინიკის ოპერაციულ რეჟიმთან შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** მაღალი სიზუსტით და პროფესიონალიზმით აწარმოოს: 2D/3D/4D ექოსკოპიური გამოკვლევები, ფერადი და სპექტრალური დოპლეროგრაფია
** უპირატესობად ჩაითვლება ფეტალური ექოკარდიოგრაფიის ფლობა/ნაყოფის გულის სპეციალიზებული ექოსკოპიური კვლევა
** მჭიდროდ ითანამშრომლოს სამეანო-გინეკოლოგიურ და რეპროდუქტოლოგიურ გუნდთან
** უზრუნველყოს კვლევის მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და სტანდარტიზებული აღწერა
** იმუშაოს ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებთან
** დაიცვას პაციენტის უსაფრთხოების, ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რადიოლოგის/ექოსკოპისტის სერტიფიკატი/მოქმედი ლიცენზია
** მინდრეის პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება
** Voluson სერიის ექოსკოპის ფლობა
** კარდიოექოსკოპიის გამოცდილება (სასურველია)
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პროფილში
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პაციენტზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2025
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ექიმი ექოსკოპისტი".
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: Info@leadermed.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.
შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@leadermed.ge
|
|
|
|