Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655704&print=yes&view=jobs
 
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემიის სკოლა
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
ვაკანსიის აღწერა

"აზროვნების აკადემიის სკოლა" ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის. აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://school.azraki.ge/

"აზროვნების აკადემიის სკოლა" აცხადებს კონკურსს აზროვნების აკადემიის სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან (დაწყებით საფეხურზე);
** რობოტიკის კლუბის წლიური გეგმის შექმნა და განხორციელება (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა);
** პროგრამირების, ელექტრონიკისა და მექანიკის საბაზისო პრინციპების სწავლება (სასურველია LEGO Mindstorms, Arduino, Micro:bit ან მსგავსი პლატფორმების გამოყენების გამოცდილება);
** მოსწავლეთა კვლევითი, პროექტული და შემოქმედებითი მუშაობის წახალისება;
** მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური თანამშრომლობა;
** საგანმანათლებლო და ტექნიკური რესურსების მართვა და საჭიროების შემთხვევაში მათი მოძიება;
** მონაწილეობა სკოლის ტექნოლოგიურ აქტივობებსა და სასკოლო პროექტებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: მაგისტრის ხარისხი (სასურველია) ან ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, ტექნოლოგიებში, განათლებასა ან შესაბამის საგნობრივ სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება: კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების გამოცდილება: არანაკლებ 1-2 წელი აღნიშნულ სფეროში.

სასურველია:

** რობოტიკის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** STEAM მიმართულებით მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური ლიტერატურისთვის

კომპეტენციები და უნარები:

** საგნის სწავლებისა და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენების უნარი;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორი სამუშაო დღე
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** http://onlineacademia.ge-ზე წვდომა.
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელ.ფოსტის "subject-ში" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2025 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია