დასახელება:
პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვაინ გარდსი
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
"ვაინ გარდსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთი
კომპანიის შესახებ:
შპს "ვაინ გარდსი" (LLC WINE GUARDS), დაარსდა 2017 წელს და მისდევს ქართული ტრადიციული მეღვინეობის გზას, მიზნად ისახავს უმაღლესი ხარისხის ღვინოების წარმოებას. კომპანიას აქვს საკუთარი ვენახები კახეთის სხვადასხვა წამყვან მეღვნიეობის რეგიონებში. განვითარების პროცესში, ის ასევე ითვისებს მეღვინეობის მოწინავე ტექნოლოგიებს მსოფლიოს სხვა ღვინის რეგიონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კომპანიაა, მისმა პროდუქციამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც ევროპაში, ისე აზიაში.
თუ ხარ ორგანიზებული, კომუნიკაბელური, გიყვარს პროცესების დაგეგმვა და მართვა, გაქვს ანალიტიკური აზროვნება და გიყვარს მოგზაურობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა და კოორდინაცია
** მენეჯმენტის საქმიანობის კალენდარული მართვა (კვირეული, თვიური და სეზონური გეგმები)
** პროექტების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება მენეჯმენტთან
** პროექტებში ჩართული გუნდის კოორდინაცია და ინფორმაციის ეფექტური მიმოცვლა
** კომპანიის საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით ინიციატივების შეთავაზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება
რას გთავაზობთ:
** საქმიანობა სწრაფად მზარდ კომპანიაში
** კარიერული განვითარების და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** მოქნილი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო
** საერთაშორისო ბაზრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: wineguards17@gmail.com.
|
|
|
|