Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Dentos
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"dentos.ge" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

dentos.ge სტომატოლოგიური ეკოსისტემაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებულ სტოამტოლოგიურ კლინიკებს აერთიანებს. დენტოსი უზრუნველყოფს მათ პროგრამული უზრუნველყოფით, რაც ეხმარება მათ მართონ ყოველდღიური პროცესები, ვიზიტები, ფინანსები და სამედიცინო ინფორმაცია.

თუ გაქვს გამოცდილება B2B გაყიდვებში და გსურს კარიერული წინსვლა ტექნოლოგიურ სფეროში - შემოგვიერთდი!

ძირითადი მოვალეობები:

** dentos.ge-ის, როგორც SAAS სისტემის პრეზენტაცია და გაყიდვა სტომატოლოგიურ კლიენიკებზე;
** გაყიდვების პროცესის სრულფასოვანი მართვა პირველადი კონტაქტიდან კონტრაქტამდე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური შეთავაზებების შექმნა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და რეგულარული კომუნიკაცია;
** პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით უკუკავშირის შეგროვება და სტრუქტურული ერთეულებისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება;
** CRM სისტემაში ყველა აქტივობის ასახვა;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია B2B ან SaaS პროდუქტების სფეროში);
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების, კომუნიკაციის და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა, დროის მართვის უნარი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა.

დამატებითი ინფორმაცია:

** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@dentos.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დენტოსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე