დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
CNK Hotel
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
ე. ტატიშვილის ქ. 10 მდებარე, 25 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "CNK Hotel" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 2/2 ცვლა, 12 საათიანი
ანაზღაურება: 1200 ლარი.
ძირითადი ფუნქციები-მოვალეობებია:
** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა;
** სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
** სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი;
** შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება;
** სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის;
** გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში (Booking.com, სხვა);
** სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა;
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე;
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას;
** მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** სასურველია პროგრამა "Area.ly"-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** კონკურენტული ხელფასი;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** სამუშაო გამოცდილების მიღება სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
** დინამიური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევის დამატებითი პაკეტი;
** გასართობი სივრცეები, გუნდური ღონისძიებები, წვეულებები და მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@cnkmillennium.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეზიუმე გამოგზავნეთ ინგლისურ ენაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში "მონაცემები") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის შიგნით თქვენი კანდიდატურის შეფასების მიზნით. მონაცემთა დამუშავება განხორციელდება არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, მოიცავს მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორიცაა შეგროვება, მოძიება, შენახვა და ა.შ.
|
|
|
|