Робота для біженців з України
ღამის აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის აუდიტორი
მომწოდებელი: ალიანს პალასი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
აპარტ-ჰოტელი "ალიანს პალასი", რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea აცხადებს ვაკანსიას ღამის აუდიტორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

სამუშაო აღწერილობა:

** სტუმრის მიღება-განთავსება სტანდარტების მიხედვით
** შემოსულ ზარებზე და მეილებზე პასუხის გაცემა
** მიმდინარე დღის ინვოისების გადამოწმება
** ღამის აუდიტის წარმოება სასტუმროს მართვის სისტემაში
** დილის რეპორტების გაგზავნა შესაბამის დეპარტამენტებთან
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: "ღამის აუდიტორი".

ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე