დასახელება:
მინი ბარის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო აფიშა
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო "აფიშაში", მინი ბარის თანამშრომელი პასუხისმგებელია სასტუმროს ნომრებში მინი ბარის ეფექტურ და დროული მართვაზე - პროდუქციის შევსებაზე, ვადების კონტროლზე და მოხმარების აღრიცხვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრებში მინი ბარის რეგულარული შემოწმება და შევსება განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
** გამოყენებული პროდუქციის აღრიცხვა და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება სასტუმროს სისტემაში/ფორმებში.
** პროდუქციის შენახვის ვადების კონტროლი და ვადაგასული ნივთების დროული ჩამოწერა.
** მინი ბარის ინვენტარის მართვა და საწყობიდან პროდუქციის დროული მიღება.
** მინი ბარის ფასების ცოდნა და სტუმრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროების შემთხვევაში.
** მუშაობა სასტუმროს სტანდარტების, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
** პრობლემური შემთხვევების (ნაკლული/დაზიანებული პროდუქცია, დაკარგული ნივთები) შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის.
** თანამშრომლობა ჰაუსქიფინგისა და ფრონტ ოფისის გუნდთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწორად დაფიქსირებული მოხმარება და სტუმრის ანგარიშგება.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|