Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655664&print=yes&view=jobs
 
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: Estemed
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"Estemed" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ჩვენ შესახებ:

"Estemed" წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი ესთეტიკური მედიცინისა და პრემიუმ კოსმეტიკური ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, მათ შორის: Motiva, Valmont, Fillmed და Endospheres. ჩვენი მისიაა პროფესიონალებსა და მომხმარებლებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტები და ინოვაციური გადაწყვეტები, რაც გამორჩეულს ხდის ჩვენს კომპანიას ბაზარზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში არსებულ ბრენდებზე ბრენდ სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** საბაზრო ტენდენციების კვლევა და კონკურენტების ანალიზი
** ბრენდის პოზიციონირებისა და ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა
** ბრენდის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და ანალიზი (B2B & B2C)
** ბრენდთან დაკავშირებული სასწავლო მასალების, პრეზენტაციებისა და გაყიდვების ხელსაწყოების მომზადება
** პარტნიორ კლინიკებთან და ექიმებთან მუდმივი კომუნიკაცია და მხარდაჭერა
** ბრენდის სათავო ოფისთან ყოველთვიური რეპორტინგი.
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ბრენდის ონლაინ პოზიციონირებისთვის
** ღონისძიებების, კონგრესებისა და ტრენინგების ორგანიზება ბრენდის განვითარების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან ნათესავი მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბრენდ მენეჯმენტში (სასურველია ესთეტიკის/მედიცინის ან პრემიუმ პროდუქტების სფეროში)
** ძლიერი ანალიტიკური და პრეზენტაციის უნარები
** გამართული კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე (რუსული ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა
** დროის მართვის, ორგანიზებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ინტერესის და მოტივაციის ქონა ესთეტიკური მედიცინისა და ლაქშერი ბრენდების სფეროს მიმართ

რას გთავაზობთ:

** პროფესიულად განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
** ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობა
** ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო

თუ შენთვის მნიშვნელოვანია ბრენდის განვითარება, ხარისხთან და გემოვნებასთან ერთად — მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: sales@estemed.ge 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია