დასახელება:
ტუტორი
|
მომწოდებელი:
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ვაკანსიის ფარგლებში შესასწავლი და შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
** სტუდენტების კონსულტირება სასწავლო კურსების აკადემიური რეგისტრაციის;
** სტუდენტების კონსულტირება და მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევის გასაუმჯობესებლად;
** სასწავლო კურსების სილაბუსების, სწავლებისა და შეფასების მეთოდების, მიმდინარე შეფასების ზღურბლების, შუალედური და დასკვნითი შეფასებების ზღურბლების და დაშვების წინაპირობების შესახებ სტუდენტების კონსულტირება;
** სტუდენტების აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება და სტუდენტებისათვის და დეკანატისათვის მიწოდება;
** უფლებამოსილების ფარგლებში, სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა, პრობლემური საკითხების გამოვლენა და ფაკულტეტის დეკანისათვის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში სტუდენტის აკადემიური მოსწრების ქულების შეყვანა LMS სისტემაში დეკანის დავალებით;
** სტუდენტების განცხადებებზე (რომელიც ეხება აკადემიურ მოსწრებას) საპასუხო ინფორმაციის მოკვლევა;
** სტუდენტის პორტფოლიოს მართვა (გარდა კლინიკური ნაწილისა), კერძოდ სტუდენტების სამეცნიერო და სასწავლო კურიკულუმს გარე აქტივობების ელექტრონული მართვის პლატფორმაზე პორტფოლიოში განთავსების მონიტორინგი და სტუდენტთა მიერ სემესტრული თვითშეფასების შევსების და პედაგოგთა მიერ სტუდენტთა შეფასების შესრულების მონიტორინგი და სტუდენტისათვის შემაჯამებელი უკუკავშირის განხორციელება;
** საუნივერსიტეტო აკადემიურ ღონისძიებებში და კურიკულუმ გარე სასწავლ-სამეცნიერო აქტივობებში სტუდენტების ჩართვის ხელშეწყობა;
** სტუდენტებისათვის სხვა საუნივერსიტეტო საჭიროებებში დახმარება და ხელშეწყობა.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2025 წლის 4 სექტემბრამდე.
|
|
|
|