Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry"-ს ზუგდიდის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი, ცოტნე დადიანის N45

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

T: 591 273045.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე