დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Lealtor
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
კომპანია "ლეალტორი" პარტნიორი დეველოპერული კომპანიისთვის "ასტრა დეველოპმენტი" ეძებს პროექტის გაყიდვების მენეჯერს.
"Astra Development" იწყებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას საბურთალოზე, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 70 ბინის რეალიზაცია.
ვეძებთ მაღალი კვალიფიკაციის, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც სრული ჩართულობით უხელმძღვანელებს გაყიდვების პროცესს.
ოფისის მდებარეობა: ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქუჩა N3
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება/წარდგენა
** კონკურენტების ანალიზი და ბაზრის კვლევა
** გაყიდვების დამატებითი არხების და საერთაშორისო პარტნიორების მოძიება
** CRM პროგრამაში მუშაობა და ბაზების შექმნა
** მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებული თანამშრომლობა
** პროდუქტის დახვეწის ინიცირება და აქციების დაგეგმვაში ჩართულობა
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან
** ზარებზე და წერილობით კომუნიკაციაზე პასუხი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (დეველოპერული პროექტების გაყიდვები)
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული - სასურველია)
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ფლობა
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 (1 სთ შესვენება); შაბათი: 10:00-15:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (საშუალო თვიური ხელფასი 1500-3500-მდე)
რას გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
** მაღალ მარკეტინგულ ბიუჯეტს
თუ გაქვს ინტერესი გაყიდვების მიმართულებით და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lealtor.ge. წერილის თემაში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება (პროექტის გაყიდვების მენეჯერი)წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია "ლეალტორი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ლეალტორმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|