დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Zoma
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
შპს "ზომა-ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერი (სამეურნეო მიმართულება)
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://zoma.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** შესაფუთი მასალებისა და ნედლეულის შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება; მიმწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასის/ვადების შეთანხმება.
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტების სწორად გაფორმება; ნედლეულის/მასალების საწყობში მიღება და აღრიცხვა.
** ოპერაციების ასახვა 1C პროგრამაში (მზა პროდუქციის გადაადგილება, შიდა გადაცემები, ჩამოწერა და სხვ.).
** მარაგების დონეების მონიტორინგი; გეგმიური ინვენტარიზაციის ორგანიზება და ანგარიშგება.
** წარმოების ცვლების დასწრების აღრიცხვა და სახელფასო ტაბელის მომზადება.
** შიდა რეგულაციების, უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვაზე კონტროლი.
** ყოველდღიური ოპერაციული ანგარიშების მომზადება წარმოების ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება წარმოებაში/საწყობში/შესყიდვებში.
** 1C-ის ცოდნა — სავალდებულო; Excel — კარგი დონე.
** მაღალი ყურადღება დეტალებისადმი და რაოდენობრივ მონაცემებთან სიზუსტე.
** ორგანიზებულობა, დროის მართვა და ეფექტური კომუნიკაცია.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
** ანაზღაურება: 2500 ლარი (დარიცხვით).
** მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 68ა.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.zoma1@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "კლინტექ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექ"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე info@zoma.ge
|
|
|
|