Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655601&print=yes&view=jobs
 
ფიზიკური თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური თერაპევტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბახტრიონის N10ბ

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის/მოზარდის ფიზიკური განვითარებისა და ადაპტიური ფუნქციონირების შეფასება;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა;
** წლიური გეგმის შესაბამისად ფიზიკური თერაპიის თერაპიის სეანსების ჩატარება;
** პაციენტთან მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი დინამიკაში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფიზიოთერაპიის მიმართულებით;
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (დიაგნოსტიკა/კონსულტირება);
** სასურველია დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება, მათ შორის აუტიზმის მქონე ბავშვებთან;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/fizikuri-terapevti/764

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია