დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Wiser
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
ვინ ვართ ჩვენ?
"Wiser" არის თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკის, ავტომატიზაციისა და ქვესადგურების მიმართულებით. ჩვენს გუნდში გვჭირდება ორგანიზებული, კომუნიკაბელური და მოტივირებული ოფისის მენეჯერი, რომელიც იზრუნებს ოფისის გამართულ ფუნქციონირებასა და გუნდთან ეფექტურ თანამშრომლობაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია
** დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და დაარქივება (ხელშეკრულებები, ინვოისები, კორესპონდენცია)
** შეხვედრების დაგეგმვა და სტუმრების მიღება
** საოფისე მარაგების აღრიცხვა და დროული შევსება
** ელფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა
** კოორდინაცია გუნდის წევრებთან და გარე პარტნიორებთან
** ხელმძღვანელობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროების მიხედვით
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან ადმინისტრირების მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook და სხვ.) კარგად ფლობა
** სწრაფად სწავლასა და ადაპტაციაზე ორიენტირებული მიდგომა
** კომუნიკაბელურობა, მეგობრული და პროფესიული ურთიერთობების წარმართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდში მუშაობისა და რთულ რეჟიმში ეფექტურად ფუნქციონირების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
რას გთავაზობთ:
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** თავისუფალი მუშაობის პირობები
** ინოვაციურ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@wiser.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "ოფისის მენეჯერის ვაკანსია".
გთხოვთ გაითვალისწინოთ: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|