Робота для біженців з України
პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: Renovo
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
კომპანია "რენოვო" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, მოსაპირკეთებელი მასალების ექსკლუზიური პირობებით შეძენას, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას, უმაღლესი ევროპული ხარისხის ავეჯის, განათების, კარის და აქსესუარების შერჩევას, მიწოდებას და მოწყობას.

კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალში შედის საქართველოში არსებული თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო და უმსხვილესი ქართული დეველოპერული კომპანიები.

ჩვენ გვსურს, რომ "რენოვო" იქცეს ხარისხიანი მშენებლობის ერთგვარ საზომ ერთეულად, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმართ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

კომპანია "რენოვო" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბონუსე სისტემას შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

** კორესპონდენციის წარმოება და საოპერაციო აქტივობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება ქართულ, რუსულ და/ან ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის შემადგენელი გუნდის სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დოკუმენტაციის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება;
** შეხვედრების ოქმების წარმოება და მონაწილე მხარეთათვის მიწოდება;
** ღია საკითხებისა და სამოქმედო გეგმების ჩამონათვალის შემუშავება/კონტროლი;
** ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@renovo.ge არაუგვიანეს 2025 წლის 5 სექტემბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება პროექტის ასისტენტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე