დასახელება:
უმცროსი არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
Renovo
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
კომპანია "რენოვო" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, მოსაპირკეთებელი მასალების ექსკლუზიური პირობებით შეძენას, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას, უმაღლესი ევროპული ხარისხის ავეჯის, განათების, კარის და აქსესუარების შერჩევას, მიწოდებას და მოწყობას.
კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალში შედის საქართველოში არსებული თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო და უმსხვილესი ქართული დეველოპერული კომპანიები.
ჩვენ გვსურს, რომ "რენოვო" იქცეს ხარისხიანი მშენებლობის ერთგვარ საზომ ერთეულად, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმართ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
კომპანია "რენოვო" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ჯუნიორ არქიტექტორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბონუსე სისტემას შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
ძირითადი ფუნქციები:
** დამკვეთებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობა მათი არქიტექტურული დიზაინის საჭიროებების გასაგებად და განხილვის მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში დიზაინის ნახაზების შექმნა და პროექტის გუნდთან ერთად მუშაობა დამკვეთის მოლოდინის შესრულების უზრუნველსაყოფად;
** სხვა სამშენებლო გუნდთან და განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** საპროექტო დიზაინის დოკუმენტაციის მუშა ნახაზების შექმნა, დამუშავება ან/და გადახედვა და განხილვა სტანდარტების გათვალისწინებით;
** საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, დამუშავება და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
** საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული შესასყიდი მასალების ტექნიკური დეტალების გარკვევა, ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება (სპეციფიკაციები და სერტიფიკატები) და შესყიდვების და პროექტის მენეჯერებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება;
** პროექტების ლოკაციებზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ანგარიშების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში;
** შუამავლის როლის შესრულება დამკვეთსა და ქვე-კონტრაქტორს შორის პროექტებზე შესასრულებელ სამუშაოების დეტალებთან დაკავშირებით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი არქიტექტურის მიმართულებით;
** აუცილებელია ArchiCAD-ის ან/და AutoCAD-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@renovo.ge არაუგვიანეს 2025 წლის 5 სექტემბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ჯუნიორ არქიტექტორი.
|
|
|
|