დასახელება:
პროექტანტი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის მოკლე აღწერა:
ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ საპროექტო გუნდის წევრს, რომელიც დაინტერესებულია ისწავლოს სახანძრო სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების სისტემების პროექტირება.
ძირითადი მოვალეობები:
** აზომვით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება
** სახანძრო სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების სისტემების პროექტირება
** პროექტის შესაბამისად მოცულობათა უწყისის მომზადება
** მონაწილეობა პროექტის მიმდინარეობის პროცესში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულების უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სავალდებულოა ArchiCAD-ის, AutoCAD-ის პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, გუნდური მუშაობის უნარი
პიროვნული მახასიათებლები:
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდური და ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
** არამწეველი; (სასურველია)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღე: სრულ განაკვეთზე
** ანაზღაურება: შეთანხმებით
შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: coplini.777@gmail.com
|
|
|
|