Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655428&print=yes&view=jobs
 
უმცროსი საოპერაციო სპეციალისტი ლოჯისტიკის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი საოპერაციო სპეციალისტი ლოჯისტიკის მიმართულებით
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი საოპერაციო სპეციალისტი ლოჯისტიკის მიმართულებით

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება;
** შიდა გადაზიდვის ტრანსპორტის კოორდინაცია;
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
** ზედნადებების ატვირთვა;
** კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტებთან;
** ინფორმაციის გაცვლა და პრობლემების გადაჭრა საოპერაციო დონეზე;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
** სხვადასხვა ტიპის შიდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** ტესტირება Excel-ში;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 77
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; სრული განაკვეთი; მცოცავი გრაფიკი
ანაზღაურება: 1400 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია