დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
თავისუფალი ხედვის აკადემია
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა "ინფორმაციის ტექნოლოგია" პროგრამის ხელმძღვანელი:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სავალდებულო)
** შესაბამის დარგში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულო)
** პროფესიული მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
უფლება-მოვალეობები:
ა) სასწავლო პროცესის თეორიული, მეთოდური და პრაქტიკული პროგრამების დამუშავება და პრაქტიკული რეალიზების ორგანიზება;
ბ) სასწავლო მიზნებისა და ამოცანების დადგენის ორგანიზება და მათი სასწავლო პროგრამასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
გ) კრედიტების განაწილების სისტემის სისწორის რეგულარული შემოწმება და პროფესიულ სტუდენტების რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
დ) სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ორგანიზება, ახალი მეთოდებისა და საშუალებების დამუშავება და რეკომენდაციების მომზადება;
ე) საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში აქტიური მონაწილეობა და განვითარება;
ვ) ვერიფიკაციის პროცესის ორგანიზება და ჩართულობა;
საგანმანათლებლო პროგრამა "ინფორმაციის ტექნოლოგია" პროფესიული განათლების დარგობრივი მოდულების მასწავლებელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამის დარგში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ან/და კომპეტენცია უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლებით (სავალდებულო)
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** კრეატიულობა.
საგანმანათლებლო პროგრამა "აღმზრდელი" პროფესიული განათლების დარგობრივი მოდულების მასწავლებელი:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამის დარგში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ან/და კომპეტენცია უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლებით (სავალდებულო)
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** კრეატიულობა.
"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას საბიბლიოთეკო სერვისების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
სამსახურებრივი მოვალეობა:
** წიგნების აღრიცხვა, დამუშავება საერთაშორისო საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვით;
** სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან კავშირების დამყარება;
** საბიბლიოთეკო მომსახურება, კერძოდ, პროფესიული სტუდენტებისა და თანამშრომლების მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა;
** წიგნადი ფონდის სრულყოფაზე რეკომენდაციების შემუშავება და დირექტორატისათვის წარდგენა;
** ელექტრონული ბიბლიოთეკის წარმოების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულო უმაღლესი და სასურველი პროფესიული განათლება
** ბიბლიოთეკაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია - საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV/ რეზიუმე და მიუთითეთ მოდულის/მოდულების ჩამონათვალი;
შემდეგ ელ. მისამართზე: Freeeduge@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელ: 598801280
|
|
|
|