Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: თალიზი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"თალიზი" — პირველი კლინიკა საქართველოში თმის აღდგენისა და ტრანსპლანტაციის ლიდერი 27 წლიანი გამოცდილებით. ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო ექსპერტიზას და პერსონალიზებულ მომსახურებას, რათა მივაღწიოთ ბუნებრივ, გრძელვადიან შედეგებს.

ჩვენი მისია — თმის დაკარგების პრობლემისადმი თანამედროვე, ინდივიდუალური მიდგომის კულტურის განვითარება და პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

"თალიზი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თალიზის თმის გადანერგვის კლინიკა
** სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სთ) ან არასრული (24 სთ) კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა კლინიკაში არსებული წესის შესაბამისად
** სამედიცინო და არასამედიცინო მოხმარების ავეჯისა და ინვენტარის ზედაპირების, იატაკის, კედლების, ჭერის, სველი წერტილების, ტექნიკური და დამხმარე ფართების დასუფთავება/დამუშავება ** დეზინფექტანტით განსაზღვრული პერიოდულობით და საჭიროების მიხედვით
** სისუფთავის უზრუნველყოფა კლინიკის ყველა ლოკაციაზე
** ნარჩენების და მარაგების მართვა კლინიკაში დადგენილი წესის შესაბამისად და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება: სასურველია მაგრამ არა სავალდებულო მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა

ჩვენთან შენ მიიღებ:

ტრენინგი და განვითარება

"თალიზი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია მათ პროფესიულ ზრდაზე.

შეღავათები

თალიზის ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

** 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა — ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის

განაცხადის გაგზავნა

დაინტერესებული კანდიდატები განაცხადის დასაფიქსირებლად მიჰყევით ბმულს: https://talizihair.com/ka/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98-3/

"თალიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე