დასახელება:
კაბინეტის ექთანი
|
მომწოდებელი:
თალიზი
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
"თალიზი" — პირველი კლინიკა საქართველოში თმის აღდგენისა და ტრანსპლანტაციის ლიდერი 27 წლიანი გამოცდილებით. ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო ექსპერტიზას და პერსონალიზებულ მომსახურებას, რათა მივაღწიოთ ბუნებრივ, გრძელვადიან შედეგებს.
ჩვენი მისია — თმის ცვენის პრობლემისადმი თანამედროვე, ინდივიდუალური მიდგომის კულტურის განვითარება და პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლება.
ვაკანსია
"თალიზი" აცხადებს ვაკანსიას კაბინეტის ექთნის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სთ) ან არასრული (24 სთ)
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** საექთნო მანიპულაციების შესრულება
** საექთნო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
ვაკანსიის მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი
** სასურველია მაგრამ არა სავალდებულო სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება
"თალიზი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია მათ პროფესიულ ზრდაზე.
შეღავათები:
თალიზის ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა — ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებული კანდიდატები განაცხადის დასაფიქსირებლად მიჰყევით ბმულს: https://talizihair.com/ka/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98-2/
"თალიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|