დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
თალიზი
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
"თალიზი" — პირველი კლინიკა საქართველოში თმის აღდგენისა და ტრანსპლანტაციის ლიდერი 27 წლიანი გამოცდილებით. ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო ექსპერტიზას და პერსონალიზებულ მომსახურებას, რათა მივაღწიოთ ბუნებრივ, გრძელვადიან შედეგებს.
ჩვენი მისია — თმის ცვენის პრობლემისადმი თანამედროვე, ინდივიდუალური მიდგომის კულტურის განვითარება და პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
კომპანია მუდმივად ზრუნავს ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და განვითარებაზე, ასევე ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაზე. "თალიზის" უმთავრესი ღირებულება პაციენტების, თანამშრომლებისა და პარტნიორების კეთილდღეობაა.
"თალიზი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: საბურთალოს (მეტრო სამედიცინო) ფილიალი
** სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სთ) ან არასრული (24 სთ)
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით
** მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა
** ქსელში არსებულ აქციებზე/სერვისებზე მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო მასალის მოთხოვნის გაგზავნა და სივრცის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ოფისთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
ვაკანსიის მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც)
** სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო — მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება
ტექნიკური უნარები:
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** უნარები (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა, პოზიტიური განწყობა)
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება
"თალიზი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით თანამშრომელთა გადამზადებას, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
შეღავათები
თალიზის ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა — ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით შესაბამის ბმულს: https://talizihair.com/ka/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98/
"თალიზი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|