Робота для біженців з України
ინჟინერი/მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი/მექანიკოსი
მომწოდებელი: მადამდე
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
შპს "ემსიბი ჯორჯია", (კომპანია ბაზარზე ოპერირებს "მადამდე"-ს ბრენდის სახელით), წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო წარმოებას, რომელიც უკვე 25 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. "მადამდე" მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტებს. დღეს "მადამდე"-ს პროდუქციის შეძენა 1500-მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მაღაზიებში.

"მადამდე" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ/მექანიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარების პროფილაქტიკური მომსახურება;
** დანადგარების ელექტრო/მექანიკური და სხვა სახის შეკეთება და რემონტი;
** ტექნიკურ დოკუმენტებთან მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:

** შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის რამოდენიმე წლიანი გამოცდილება;
** ინტერნეტთან მუშაობის უნარი

ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაცია:

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
სამუშაო გრაფიკი: 5 სრული სამუშაო დღე, 09:00 - 18:00. შაბათი, საჭიროების შემთხვევაში ნახევარი დღე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@madamde.ge

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ინჟინერ/მექანიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე