Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655345&print=yes&view=jobs
 
ქცევითი თერაპევტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: სტუდია ეი-დი-სი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
ა (ა)იპ "სტუდია "ეიდისი" აცხადებს კონკურსს ქცევითი თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ქ. რუსთავში.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, მედიცინაში ან მომიჯნავე სპეციალობებში (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის სერტიფიკატის ფლობა;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე;

დამატებითი ინფორმაცია:

ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა ქცევით თერაპიაში;

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა;
** გასაუბრება;

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 აგვისტო

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com. "Subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება "ქცევითი თერაპევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია