Робота для біженців з України
ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 3000 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო);
** სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
** საბაჟო პროცედურების გავლა/კონტროლი;
** იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჯება, გაფორმება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია;
** ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
** დოკუმენტაციის არქივის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი თავისუფლად);
** ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე