დასახელება:
PHP/JavaScript დეველოპერი
|
მომწოდებელი:
Georgian Cargo
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "Georgian Cargo" ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს როგორც ინდივიდუალური ამანათების, ასევე კომერციული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას PHP/JavaScript დეველოპერის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე.
დეველოპერის როლი უკავშირდება უკვე არსებული ვებსაიტის ტექნიკური მხარდაჭერისა და ეტაპობრივი გაუმჯობესების პროცესს. კანდიდატს ექნება შესაძლებლობა იმუშაოს დისტანციურად, მოქნილ გრაფიკში, და ჩაერთოს განვითარების მიმდინარე და მომავლის მიმართულებებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული ვებპლატფორმის ტექნიკური მხარდაჭერა და მოდიფიკაციები;
** საიტზე ახალი ფუნქციონალის დაგეგმვა და განხორციელება;
** სისტემური გამართვა, ოპტიმიზაცია და უსაფრთხოების შენარჩუნება;
** თანამშრომლობა მარკეტინგისა და ოპერაციების გუნდთან ახალი ტექნიკური ამოცანების განსაზღვრისას;
** მცირე მოცულობის, მაგრამ მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში.
უნარები და გამოცდილება:
** PHP-ის ცოდნა (სასურველია Laravel ან სხვა Framework გამოცდილება);
** JavaScript-ის საბაზისო/საშუალო ცოდნა (Vanilla JS, სასურველია - Vue.js ან React);
** HTML/CSS, Bootstrap-ის და MySQL-ის ცოდნა;
** REST API-ებთან მუშაობის გამოცდილება;
** კოდის ვერსიის მართვის ცოდნა (Git);
** პასუხისმგებლობიანი მიდგომა, დამოუკიდებლად მუშაობისა და ამოცანების დროულად შესრულების უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარ განაკვეთზე დისტანციურად
** მოქნილი სამუშაო რეჟიმი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: niniarchuadze929@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "PHP / JavaScript Developer - Part-Time"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|