Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი - თბილისი, ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1000-1200 ლარი);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი.
** სამუშაო განაკვეთი: სრული

შესასრულებელი ამოცანები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;
** მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ.3 თვიანი სამუშაო გამოცდილება

კომპანია გთავაზობთ:

** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
** განმავითარებელ ტრენინგებს;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: jobsautohome@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე