დასახელება:
ჰოლდინგის მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Infinity Ventures Holding
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჰოლდინგის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
სტრატეგია და ანალიტიკა:
** ბაზრის კონკურენტული ანალიზი (პროდუქტები, პოზიციონირება, არხები)
** მონაწილეობის მიღება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში
** სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა და აღსრულება
** პერიოდული რეპორტინგი განხორციელებული აქტივობების შესახებ
ვიდეო/ფოტო კომუნიკაცია:
** მიმდინარე პროექტების ვიდეოკონტენტის წარმოების კოორდინაცია
** საიმიჯო რილსების გადაღების დაგეგმვა და კოორდინაცია
** თანამშრომელთა ვიდეო/ფოტოსესიების ორგანიზება
** კამპანიების, ივენთების, საიმიჯო ვიდეოების მართვა
შიდა მარკეტინგი და თანამშრომელთა ბრენდინგი:
** LinkedIn პროფილების ვიზუალური სტანდარტიზაცია
** იუბილეების, მიღწევების, დაწინაურების კომუნიკაციის მხარდაჭერა
** შიდა კლუბების და დასაქმების ფორუმების მხარდაჭერა
** სოც. მედია და ვებ-კომუნიკაცია
** კონტენტ კალენდრის შედგენა და მართვა სოც.მედია მენეჯერთან ერთად
** სოც. მედია კამპანიების კონტენტის შექმნის კოორდინაცია
** ვებგვერდის განახლება: პროექტები, სიახლეები, ბრენდები
გარე მედია და პარტნიორები:
** ინტერვიუები, სტატიები - შედგენა და განთავსება
** სატელევიზიო სპონსორობის, სიუჟეტის და სტუმრობის დაგეგმვა და კოორდინაცია
** პარტნიორული აქტივობების გაშუქება
დიზაინი და ბეჭდური მასალები:
** პრეზენტაციების განახლება და შექმნა
** ბროშურების, სავიზიტო ბარათების, პრომო მასალების შექმნის კოორდინაცია
** საახალწლო და სეზონური საჩუქრების დაგეგმვა და აღსრულება
ღონისძიებები და ივენთები:
** გამოფენები, ტრენინგები, ივენთები - იდეის შექმნა, ბიუჯეტირება, აღსრულების კოორდინაცია
** ახალი ლოკაციების და კამპანიების გაშუქება
რეკლამა და ბრენდ აქტივაციები:
** ონლაინ/ოფლაინ რეკლამების (ბილბორდები, ტრანსპორტი) კოორდინაცია
** პარტნიორ ბრენდებთან კომუნიკაცია და კონტენტის ადაპტაცია
** ბრენდ ამბასადორის კამპანიების მართვა
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-4 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პროფესიული უნარები:
** ახალი სფეროს შესწავლის უნარი;
** ინტერესი სამშენებლო და საინჟინრო სექტორის მიმართ;
** გუნდური მოთამაშე;
** პასუხისმგებლობიანი;
** აქტიური;
** ინიციატივიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|