Робота для біженців з України
ცვლის მენეჯერი, ბარისტა-კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მენეჯერი, ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: ეარფუდი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"ეარფუდი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის და ბარისტა-კონსულტანტის პოზიციებზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ცვლის მენეჯერი, ბარისტა-კონსულტანტი)
** თანამშრომლებისთვის ფასდაკლება კვებაზე
** ტრანსპორტირება ქ. ქუთაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

1. ბარისტა-კონსულტანტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან შეხვედრა და კომუნიკაციის დაწყება
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება
** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება
** ცხელი, ცივი, ალკოჰოლური სასმელების მომზადება
** დარბაზის თაროებზე მარაგების შევსება და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა
** პროდუქციის ვადების კონტროლი სტანდარტების დაცვით
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი

2. ცვლის მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბარისტა-კონსულტანტების მოწესრიგებულობის კონტროლი ეარფუდის სტანდარტების დაცვით
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება
** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება
** სისუფთავის და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი
** ჩართულობა პროდუქციის მომარაგების და დასაწყობების პროცესში დადგენილი სტანდარტების დაცვით
** პროდუქციის მარაგების და ვადების კონტროლი
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება
** ტექნიკური მხარეების გამართული მუშაობის კონტროლი
** მომხმარებლების, ბარისტა-კონსულტანტების დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირება და მათი აღმოფხვრა
** უშუალო ხელმძღვანელებისგან მიღებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და ლიდერული თვისებები

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@airfood.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება და გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე