Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Infinity Ventures Holding
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** სოციალური მედიის პოსტებისთვის თემატიკის შერჩევა და ტექსტის შედგენა
** ვიზუალური კონტენტის შექმნაზე მუშაობა დიზაინერთან ერთად
** პოსტების განთავსება სოციალური მედიის არხებზე
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაშვება (Meta Business Manager-ში)
** ვიდეო რელსების მომზადება: გადაღების ორგანიზება, მონტაჟი და გამოქვეყნება
** რეგულარული ვიდეო/ფოტო გადაღება სამშენებლო ობიექტებზე
** მომხმარებლის კითხვებზე და კომენტარებზე დროული და პროფესიული პასუხი
** სოც. მედია აქტივობების შედეგების რეპორტინგი
** სხვადასხვა ბრენდისა და პროექტისთვის კონტენტის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა
** კამპანიების, სპეციალური დღეების, აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

** სოც. მედიის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** აქტიური;
** ინტერესიანი;
** ინიციატივიანი;
** სამშენებლო ობიექტებზე გადაღების ინტერესი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე