Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655301&print=yes&view=jobs
 
უფროსი არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი არქიტექტორი
მომწოდებელი: მასსა პროექტი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "მასსა პროექტი" წარმოადგენს თბილისში დაფუძნებულ არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით საქმიანობს არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით.

კომპანიის ვებგვერდი: https://massaproject.com/en

შპს "მასსა პროექტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო წინადადების მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური თანამონაწილეობა;
** საპროექტო დავალებისა და შემუშავებული ესკიზის მიხედვით პროექტის შესათანხმებლად აუცილებელი სრული არქიტექტურული პროექტის მომზადება.
** 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა;
** პროექტირების ყველა ეტაპზე სხვადასხვა დარგობრივ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ანალიზი, არქიტექტურულ პროექტთან დადარება, ხარვეზების გამოვლენა, გასწორება. (არსებობის შემთვევაში). სამშენებლო ნებართვის ასაღებად საჭირო სრული სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, პოტალზე ატვირთვა.
** პროექტის სხვადასხვა სტადიებზე, ეტაპის ჩაბარების რეპორტისა და პრეზენტაციის მომზადება. საჭიროების შემთვევაში დამკვეთთან ეტაპის პრეზენტაცია.
** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა და შემდგომი მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან/სამსახურებიდან პროექტის შესათანხმებლად საჭირო, სხვადასხვა სახის სანებართვო დოკუმენტაციის გამოთხოვა, შეთანხმება.
** საჭიროების შემთხვევაში საზედამხედველო პროცედურების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (AutoCAD: Revit);
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (3D ვიზუალიზაციისთვის საჭირო პროგრამები);

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: massaproject.cv@gmail.com

წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია