Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/

OnePrice აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მისი მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის შეთავაზება და არჩევანის გაკეთებაში დახმარების გაწევა.;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება კომპანიის არსებული სტანდარტების მიხედვით;
** საჭიროების და თავისუფალი დროის შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლების მიღება ადმინისტრატორისგან და სავაჭრო დარბაზში მისი დროულად შეცვლა;
** პროდუქტის ზოგადი მახასიათებლების შესწავლა;
** მიმდინარე აქციების ცოდნა და მომხმარებლებისათვის შეთავაზება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის ვადების კონტროლის და ვადაგასული პროდუქციის დახლიდან/თაროდან დროულად აღების უზრუნველყოფა;სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან;

პიროვნული უნარები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** სამუშაო დღეები: 2 დღე მუშაობა/ 2 დღე დასვენება;
** ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები) და ბონუსები;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით - 599 57 47 77 / 558 60 64 87.

"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე