Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655287&print=yes&view=jobs
 
წარმოების დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების დამხმარე
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დამხმარის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მისამართი: ნორიო
სამუშაო საათები - 40 საათი კვირაში, 1 დღე დასვენება.
ანაზღაურება - 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის დახარისხება/გადამუშავება;
** შეფუთულ პროდუქციაზე კომპანიის მიერ დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება;
** წარმოების მფლობელობაში არსებული ინვენტარის კონტროლი;
** პროდუქციის ყუთებში ჩაწყობა და მათი გადაზიდვა;

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
** დაზღვევა;
** ვება;
** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
** პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია