დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Veli.Store
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
კომპანიის შესახებ
ველის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.
ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.
ვინ ქმნის VELI.store-ს?
ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.
ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით
"VELI.store"-ს გუნდი ეძებს ქოლცენტრის ოპერატორს.
ძირითადი მოვალეობები:
** ვებგვერდზე არსებული პროდუქტების შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
მდებარეობა: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: recruitment@veli.store. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლცენტრის ოპერატორი".
|
|
|
|