Робота для біженців з України
IT პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

"დელივოს" ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ვაკანსიის შესახებ:

ვეძებთ მოტივირებულ IT პროექტების მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს შიდა ციფრულ პროექტებს, გაამარტივებს კომუნიკაციას დეპარტამენტებს შორის და უზრუნველყოფს პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებას. ეს როლი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანს "Delivo"-ს ოპერაციული ეფექტიანობისა და ზრდის პროცესში.

კომპანია გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი.
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით (განრიგის შესაბამისად)
** დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** შიდა დაინტერესებულ მხარეებსა და IT გუნდს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** ბიზნეს მოთხოვნების სტრუქტურირებულ გეგმებად და ტექნიკურ ამოცანებად გარდაქმნა
** ამოცანების პრიორიტეტიზაცია გავლენიანობის, ვადებისა და რესურსების მოთხოვნის მიხედვით
** სამუშაო პროცესების ყოველდღიური და ყოველკვირეული მონიტორინგი და ანგარიშგება
** მონაწილეობა სპრინტების დაგეგმვაში, სტატუსის შეხვედრებსა და განვითარების გეგმებში
** პროექტების სტატუსსა და მოლოდინებზე ყველა მხარის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა
** პოტენციური შეფერხებების გამოვლენა და რისკების შემცირების გეგმის შემუშავება
** დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხარისხიანი და დროული შესრულებისთვის

სავალდებულო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯერის პოზიციაზე IT ან ტექნოლოგიური ოპერაციების მიმართულებით.
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები (ზეპირად და წერილობით)
** პრაქტიკული გამოცდილება სამუშაოს მართვის პლატფორმებთან (Jira, Notion, ClickUp და სხვ.)
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ნავიგაცია, მოდულები, ლოგიკის ცოდნა)
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა
** სწრაფად ცვალებად და დატვირთულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი

სასურველი გამოცდილება:

** ლოგისტიკის, კურიერული მომსახურების ან ელექტრონული კომერციის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ERP ან CRM სისტემების ინტეგრაციასთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net 2025 წლის 15 აგვისტომდე.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე