Робота для біженців з України
მექანიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

ვაკანსიის მიღების პერიოდი - 2025 წლის 04 აგვისტო - 2025 წლის 04 სექტემბერი.

თანამდებობრივი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პროფესიული ტექნიკური განათლება ან მექანიკოსის კურსის დასრულების სერტიფიკატის ქონა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საავადმყოფოს მფლობელობაში არსებული ტექნიკის შეკეთება/გეგმიური მომსახურება.
** ტექნიკის დათვალიერება, დეფექტური ნაწილების გამოვლენა.
** უშუალო მენეჯერისათვის პრობლემის დროულად მიწოდება.
** კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დავალებების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დისციპლინურობა
** თავაზიანობა.
** სუბორდინაცია
** გუნდური მუშაობისადმი მზაობა.
** დროის ეფექტურად მართვა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის და მართვის უნარი.

სამუშაო დრო: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე