Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655256&print=yes&view=jobs
 
საქმისწარმოების სამსახურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმისწარმოების სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, მერაბ ალექსიძის #10;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე (შესვენება 1 საათი);
** ანაზღაურება: 1500₾ (ხელზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახორციელებს კორესპონდენციის, განცხადებების მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეყვანას და უზრუნველყოფს კორესპონდენციის დანიშნულებისამებრ გადაცემა/გადაგზავნას;
** ახდენს გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას და უზრუნველყოფს ადრესატისათვის მის წარდგენას;
** ახორციელებს პრეზიდენტისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების მონიტორინგს;
** უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციის და დოკუმენტების შემსრულებლებისათვის დროულად მიწოდებას, ახორციელებს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის კონტროლს და ანალიზს, ახორციელებს შედეგების შესახებ ინფორმაციის განზოგადებას და წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს;
** ახდენს დოკუმენტების დაბეჭდვას, ასლის გადაღებასა და გამრავლებას;
** შეიმუშავებს დოკუმენტების ბლანკებს;
** ახორციელებს მოქალაქეთა მიღებას;
** წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს სამსახურში შემოსული დოკუმენტების შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობის შესახებ;
** ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულებში დოკუმენტბრუნვისა და დოკუმენტების შენახვის მონიტორინგს;
** რეგისტრაციაში ატარებს უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ბრძანებებს;
** აღრიცხავს, ამუშავებს და ინახავს უნივერსიტეტის საარქივო მასალა;
** ახორციელებს არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენებას;
** ახდენს არქივიდან ცნობების, ამონაწერების და სხვა დოკუმენტების ელექტრონულად და მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურად გადაგზავნას;
** უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის სახელმწიფო შენახვისათვის მომზადებას და გადაცემას;
** პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
** მონაწილეობს საქმისწარმოების საკითხებზე წინადადებების, შიდა საუნივერსიტეტო აქტების პროექტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების შემუშავებაში;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას და მონაწილეობს გასული კორესპონდენციის მომზადებაში;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ერთწლიანი გამოცდილება, სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და საქმისწარმოების წესის ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა:
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და გადანაწილების უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 3 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია