Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი მულტინაციონალური საბავშვო ბრენდების (ჰგაგისი, ჰაინცი, ნუტრილონი, მალიუტკა, ბიუბჰენი, ნუკი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, პროექტის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ზოგადი მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის ცოდნა;
** Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება დადგენილი ვადებისა და ბიუჯეტის ფარგლებში
** სამუშაო პროცესების მონიტორინგი და გუნდის საქმიანობის კონტროლი
** რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
** მუდმივი კომუნიკაცია პროექტის მონაწილე მხარეებთან (კლიენტები, პარტნიორები, შიდა გუნდი)
** პროგრესის ანგარიშგება ხელმძღვანელობის წინაშე და პროექტის დოკუმენტაციის წარმოება
** რესურსების ეფექტური განაწილება და პრიორიტეტების განსაზღვრა
** ხარისხის უზრუნველყოფა და პროექტის საბოლოო შედეგის შეფასება

ძირითადი უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** გუნდური მუშაობის მართვა და მოტივაციის უნარი

კომპეტენციები:

** ბიუჯეტისა და ვადების მართვის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ტექნიკური უნარები- ექსელის და PPT Intermediate დონეზე ცოდნა

უპირატესობა მიენიჭებათ ონლაინ მაღაზიის პროექტში გამოცდილ კანდიდატებს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** FitPass
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად, გასაუბრებაზე შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "პროექტის მენეჯერი".

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე