დასახელება:
საქმეთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
რებილდი
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება;
** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
** გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება;
** სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე;
** სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
** ბრიგადებთან კომუნიკაცია და მართვა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწერილი პროცედურის ყოველდღიურ რეჟიმში წარმოება და გადმოგზავნა, შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad);
** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr.rebuild1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|