Робота для біженців з України
მოძრავი მერჩენდაიზერი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მოძრავი მერჩენდაიზერი

აღწერა:

სამუშაო ტერიტორია: თბილისი ან რუსთავი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით

მოვალეობები:

** უზრუნველყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო პოზიციაზე წარდგენა (იქ სადაც სამუშაო გეგმით გათვალისწინებულია) და შეასრულოს მერჩენდაიზინგის სტანდარტები. გადაიღოს ფოტო-სურათები, რომელზეც ასახული უნდა იყოს სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარდგენა.
** სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალების სწორი განთავსება, კონტროლი; თაროების და სხვადასხვა მოწყობილობების განთავსება/დამონტაჟების უზრუნველყოფა;
** კონკურენტული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, ანგარიში (რეპორტინგი).
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები და მითითებები.
** შეასრულოს მის სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პუნქტუალური.
** ენერგიული.
** შრომისმოყვარე
** გუნდურად მომუშავე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: ZURA.KAPANADZE@gplus.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მოძრავი მერჩენდაიზერი სათაურის ველში (Subject).

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე