Робота для біженців з України
წარმოების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** უზრუნველყოს სამუშაო პროცესის უწყვეტობა;
** განსაზღვროს გეგმის შესრულებისთვის აუცილებელი რესურსები;
** დაგეგმოს და გააკონტროლოს დაქვემდებარებულთა სამუშაო პროცესი;
** აღრიცხოს და აკონტროლოს წარმოების პროცესისთვის საჭირო მარაგები;
** გააკონტროლოს მიღებული და გაცემული პროდუქციის ხარისხი;
** მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ერთ წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, წარმოების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

სასურველი უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 4 სექტემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწყობის სპეციალისტი ქუთაისი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე