დასახელება:
ავტო დაკრედიტების ექსპერტი
|
მომწოდებელი:
მულტიკრედიტი
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 აგვისტო
|
კომპანია "მულტიკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "მულტიკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.
პოზიციის დასახელება: ავტო დაკრედიტების ექსპერტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + საბონუსე სისტემა
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული ტრენინგები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში არსებული/დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
** აქტიური სატელეფონო გაყიდვების/შეთავაზების განხორციელება წინასწარ შერჩეული სეგმენტისთვის.
** მომხმარებლის სრულყოფილი ინფორმირება ავტო დაკრედიტების პირობებზე, განმარტება და ხელშეკრულების პირობების დეტალურად გაცნობა.
** მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების/პერსონალური მონაცემების გადამოწმება შესაბამის ბაზებში.
** ავტო დაკრედიტების უზრუნველყოფის/ავტომობილის დათვალიერება-დასურათება და პროგრამაში ასახვა.
** საკრედიტო კომიტეტისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა.
საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:
** აკადემიური განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
** სავალდებულოა იცოდეს დოკუმენტაციის წარმოება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2025 წლის 20 აგვისტოსა.
გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|