Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655196&print=yes&view=jobs
 
ბაღის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაღის მასწავლებელი
მომწოდებელი: ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში" აცხადებს ვაკანსიას ბაღის მასწავლებლის პოზიციაზე. კანდიდატს ევალება აღსაზრდელების განათლების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების შესაბამისად. კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობით, ბავშვისადმი სიყვარულითა და გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარით.

ვაკანსია: ბაღის მასწავლებელი
მდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის N15
ვაკანსიის ტიპი: სრული განაკვეთი
განაცხადის ბოლო ვადაა: 31.08.2025.

ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** ბავშვთა ფსიქო-სოციალური და კოგნიტური განვითარების მხარდაჭერა;
** ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და შესაბამისი მიდგომების შემუშავება;
** თანამშრომლობა მშობლებთან და ადმინისტრაციასთან;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კორექტული წარმოება.
** კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების მიმართულებით
** სასურველია პროფესიული გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი, ემოციური სტაბილურობა და მოთმინება;
** გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაკავშირება:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ge.maarifschools.org
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია