დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვიქტორია 98
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,
"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
მაღაზია "BOSS" აცხადებს ვაკანსიას: საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (კვირაში 1 დღე დასვენება);
ანაზღაურება: 1500 ლარი (+ ბონუსი)
ფუნქციები და მოვალეობები:
** მარაგების ორგანიზება და განლაგება
** საწყობში არსებული პროდუქციის დახარისხება სეზონის, სახეობის, ზომისა და მოდელის მიხედვით.
** პროდუქციის ისეთი განლაგება, რომ უზრუნველყოს მარტივი მოძიება და სწრაფი მიწოდება.
** დარბაზში გაყიდული პროდუქციის ყოველდღიური მონიტორინგი.
** ახალი კოლექციის მიღება და აღრიცხვა
** ახალი კოლექციის მიღებაში მონაწილეობა.
** სასაწყობე მარაგების გადამოწმება, მითვლა და მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით.
** მიღებული პროდუქციის კომპაქტურად და სისტემურად განთავსება.
** თანამშრომლებთან კოორდინაცია და მხარდაჭერა
** გაყიდვების გუნდისა და სხვა თანამშრომლების საჭიროებებზე ყოველდღიური კომუნიკაცია.
** გასაყიდი პროდუქციის დროული მიწოდება დარბაზში.
** დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება
** მიღებული და გასული პროდუქციის აღრიცხვა და საჭიროებისამებრ ანგარიშის მიწოდება მენეჯმენტისთვის.
** ყოველთვიური საწყობის აღწერა და რეპორტის წარდგენა მენეჯმენტთა
** მარაგების სწორად განთავსება, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაზიანებები და ინციდენტები.
** საწყობში მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|