Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655173&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

მეღვინეობა ხარება აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურში იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში -1800 ლარი, შემდეგ -2000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)

ფუნქცია - მოვალეობები:

კომპანიის იურიდიული მხარდაჭერა, მათ შორის:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, შესაბამისი ანგარიშის/დასკვნის მომზადება სამომავლოდ სამართლებრივი ხარვეზების გამორიცხვის მიზნით;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების ან/და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ხელშეკრულების ან/და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადების მიზანშეწონილობისა და სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი და კომპანიის საქმიანობაში, შესაბამისი ცვლილებების ასახვის დაგეგმვა/კოორდინაცია;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მართვა, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, განახლება, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ა. შ.;
** კომპანიის სტრუქტურაში არსებული სამსახურების, დეპარტამენტების და განყოფილებების თანამშრომლებისთვის კვალიფიციური ზეპირი ან/და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვასა და კორესპონდენციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** წინა სახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოება;
** მიმართვების, წერილების, ასევე სხვა კორესპონდენციის მომზადება და იურიდიულად გამართვა;
** სასამართლო და სააღსრულებო წარმოების პროცესის მართვა;
** ახალი სუბიექტების (მშ. კომპანიები) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია;
** შრომითი სამართლიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულებების გამართვა და მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** კორპორაციულ სამართლებრივ სფეროში და სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისურ და რუსულ ენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით) ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

** აკადემიური წერა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "იურისტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია