Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655168&print=yes&view=jobs
 
ბრენდის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდის მენეჯერი
მომწოდებელი: არტფარმა
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" დაარსდა 2014 წელს და საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიცაა Walmark, STADA Group და სხვა. კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან. "არტფარმას" პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: ვიტაფეროლი, ნიუ ნორდიკი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.

"არტფარმას" მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.

ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** "ვაკის საცურაო აუზის" აბონემენტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი და ბალანსი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. #92;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** ბრენდ სტრატეგიისა და ბიუჯეტირების შემუშავება
** გაყიდვების წერტილებში ნაშთების, მერჩენდაიზინგის მართვა და კონტროლი;
** სოციალური ქსელების პოპულარიზაცია; მედიასთან კომუნიკაცია;
** ბაზარზე ბრენდის ცნობადობისა ამაღლების მიზნით მარკეტინგული აქტივობების ეფექტური დაგეგმარება და განხორციელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მხარდაჭერით;
** პროდუქტის რეკლამირება; ივენთების დაგეგმარება, განხორციელება და მონაწილეობა, დაგეგმილ პროექტებში აქტიური ჩართულობა;
** მჭიდრო კომუნიკაცია სამედიცინო და სილამაზის სფეროს ყველა ცნობილ პირთან და მათ წარმომადგენლებთან;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მარკეტინგის მიმართულებით, სარეკლამო პროფილით ან საზოგადოებასთან ურთიერთობა.
** გამოცდილება - სასურველია სამედიცინო სფეროში მარკეტინგის, PR ან გაყიდვების განყოფილებაში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ორატორული უნარი; პრეზენტაციების გამართვისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკის ცოდნა და გამოცდილება

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@artpharma.ge 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"არტ ფარმა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია