დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
"GROUND 84" მილანური ბისტრო დაარსდა 2017 წელს და 3 ფილიალით წარმატებით ფუნქციონირებს გასტრო ინდუსტრიაში.
"მილანური ბისტროს" გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება;
** ჰასპის სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** იტალიურის სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია პროფესიული განათლება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** იყოს მუდმივად მოწესრიგებული და ორიენტირებული თავის საქმეზე.
პირობები:
** ფილიალის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის ქ. 8
** ანაზღაურება: 1800 ლარიდან
** ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
** სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე (8 სთ)
რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: Hrground84@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|